საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველის, ოთარ კაკაბაძის გადაბირებით გერმანული და ნიდერლანდური კლუბები დაინტერესდნენ, – ამის შესახებ პოლონური მედია წერს.
იქაური ექსტრაკლასას მატჩს, რომელშიც ერთმანეთს “ლეხია” და “კრაკოვია” დაუპირისპირდნენ, სწორედ გერმანელი და ნიდერლანდელი სკაუტები დაესწრნენ. მათ მიზანს 29 წლის ქართველ კაპიტანზე დაკვირვება წარმოადგენდა.
მართალია, ის თამაში კაკაბაძის გუნდმა 1:2 წააგო, მაგრამ თავად კაკაბაძე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ მოედანზე და აკი გოლითაც გამოიჩინა თავი. პოლონურმა Goal.pl-მ ამ თემას წერილიც მიუძღვნა.
“მართალია, “კრაკოვია” “ლეხთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, მაგრამ გუნდს ურიგოდ არ უთამაშია. მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ოთარ კაკაბაძე, ვინც სტუმართა ერთადერთი გოლი გაიტანა. ჩვენი ინფორმაციით, ამ მატჩში ქართველ ფეხბურთელს ყურადღებით აკვირდებოდნენ გერმანული და ნიდერლანდური კლუბების წარმომადგენლები.
ოთარს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მასპინძელთა კარის ძელს მოხვდა. მაგრამ, წაგების მიუხედავად, “კაკა” მაინც კმაყოფილი უნდა იყოს თავისი თამაშით. მან საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა.
ფაქტია, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს კიდევ უფრო გაუმძაფრდებოდათ ქართველი ფეხბურთელის გადაბირების სურვილი. ახლო მომავალში “კრაკოვია”, დიდი ალბათობით, მიიღებს შეთავაზებას კაკაბაძესთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორი იქნება კლუბის პოზიცია და შეელევა თუ არა ერთ-ერთ ლიდერს”, – წერს Goal.pl.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings