in ,

ოთარ გაბელია: მამარდაშვილს კარგი რეაქცია და თამაშის წაკითხვის უნარი აქვს – მან დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის “ლოკომოტივის” მეკარე გიორგი მამარდაშვილი მალე ესპანური “ვალენსიას” სარეზერვო გუნდში “მესტალიაში” გადავა. “ღამურებს” ტრანსფერი 1 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

მამარდაშვილი ვალენსიაში მიდის

როგორც ესპანურ მედიაში წერენ, ესპანურ და ქართულ მხარეს შორის, მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა და ტრანსფერი მალე დაიხურება.

ამარდაშვილს კარგი შესაძლებლობები გააჩნია: ტრანსფერი მალე დაიხურება

გიორგი მამარდაშვილის მომავალ ტრანსფერზე და მის პერსპექტივაზესასაუბროდ Sport4me.ge ლეგენდარულ ქართველ მეკარეს ოთარ გაბელიას ესაუბრა.

“რამდენიმე წლის წინ, იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში მეკარის სერიოზული პრობლემა დადგა, ახლა კი, ეს საკითხი დიდწილად მოგვარებულია. ჩვენს ჩემპიონატში ძალიან ბევრი ახალგაზრდა, პერსპექტიული მეკარეა, რომლებსაც დიდი მომავალი აქვს. მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული გიორგი მამარდაშვილია. მე რასაც აღვნიშნავდი, გიორგის ძალიან კარგი რეაქცია აქვს. ესპანეთში მეკარეების კარგი სკოლაა დ იქ ძალიან გაიზრდება, მთავარია ამ მცირედით არ დაკმაყოფილდეს და უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს. სიმაღლე, რეაქცია, თამაშის კარგად წაკითხვის უნარი – ეს ასპექტები მას ძალიან კარგი აქვს. ახლა უკვე, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული”, – გვითხრა ოთარ გაბელიამ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გერმანულმა “ტრანსფერმარკეტმა” ეროვნული ლიგის ფეხბურთელთა ფასები გაანახლა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი სწორედ გიორგი მამარდაშვილი გახდა.

მამარდაშვილი ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირია: გაგნიძის ფასი საგრძნობლად გაიზარდ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილს კარგი შესაძლებლობები გააჩნია: ტრანსფერი მალე დაიხურება

ბაიერნი და Laureus-ის სხვა გამარჯვებულები: რაში გამოარჩიეს ცნობილი სპორტსმენები