ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა და „კრაკოვიას“ „პუშჩას“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.
44-ე წუთზე კაკაბაძემ შეტევა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა. მას 7.9 დაუწერეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. სრულად ითამაშა.

რუმინეთში ანზორ მექვაბიშვილმა გამოიჩინა თავი. კრაიოვის „უნივერსიტატიამ“ გასვლაზე ბუქარესტის „რაპიდი“ დაამარცხა – 2:1. ქართველმა ნახევარმცველმა მე-18 წუთზე გახსნა ანგარიში: ფლანგურ პასს დროულად გამოხმაურა და ბურთი დაბალ კუთხეში გაახვია. ჩვენიანმა სეზონში მე-3 გოლი გაიტანა. მეტიც, ის 8.2 ქულით მატჩის MVP გახდა. აღსანიშნავია, რომ მექვაბიშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და ზედიზედ მეორე მატჩში მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება.
სლოვაკეთის საჩემპიონო ჯგუფში „სლოვანმა“ შინ „პოდბრეზოვა“ დაამარცხა – 3:1. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.
სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „სამპდორიას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით მოიგო – 3:0. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა და მესამე გოლისას საგოლე პასი მიითვალა. ეს მისი მე-3 შედეგიანი პასია. შეფასება – 7.2.
სეგუნდა დივიზიონის 33-ე ტურში „გრანადა“ სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ „ტენერიფესთან“დამარცხდა – 1:2.
გიორგი წიტაიშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. შეფასებები: sofascore – 6.5, flashscore – 6.2.
ლევან შენგელიამ საბერძნეთის სუპერლიგაში საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ „ოფი კრეტასთვის“ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პლეი-ოფის შეხვედრაში კონკურენტ „ატრომიტოსთან“ – 1:2. შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა და სეზონში მე-8 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ლაშა ოდიშარიამ ლატვიაში გაიბრწყინა და „რიგის ფეხბურთის სკოლას“ (რფს) „ლიეპაიასთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 4:1.
ოდიშარია მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 48-ე წუთზე მისი შესანიშნავი პასით დაწინაურდა რფს, ხოლო 89-ე წუთზე თავად ოდიშარიამ გაიტანა. დრიბლინგით შეიჭრა საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან აიღო მეტოქის კარი. შედეგად 9.1 ქულა მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
რუსეთში, ლუკა გაგნიძის „კრილია სოვეტოვმა“ 5:1 გაანადგურა „ლოკომოტივი“. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 71-ე წუთიდან ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings