ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო დროინდელ თამაშს არაერთგვაროვანი გამოხმაურება აქვს. „იუვენტუსთან“ გაფუჭებულ მომენტს საკვანძო ხასიათი მიენიჭა, ახლა კი „ბრაგასთანაც“ ვერ გამოიყენა მომენტი და ბევრი ჩვენიანისკენ იშვერს ხელს.
ნაპოლი გავიდა, ხვიჩამ შანსი ისევ გაანიავა: რა დაუწერეს კვარას
„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში 2:0 დაამარცხა „ბრაგა“. ჯერ ვნახოთ მატჩის შემდეგ რა თქვა ნეაპოლელთა მწვრთნელმა.
ვალტერ მაძარი:
„ვცდილობდით, სათამაშო რგოლების შორის სივრცე არ დაგვეტოვებინა. ჩვენმა გეგმა იმუშავა. ძნელი იყო „ბრაგას“ მწვავე კონტრშეტევების თავიდან აცილება და ნაწილობრივ ამას თავი გავართვით.
ოსიმენი და კვარაცხელია ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან. გახარებული ვარ, რადგან პროგრესი დავინახე“.
„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ მატჩი შეაფასა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა:
„კვარაცხელიას არ ესმის, რომ ოპონენტებმა მისი თამაში შეისწავლეს. როგორც კი მის წინააღმდეგ მოქმედებას ორი მცველი იწყებს, ფაქტობრივად, იკარგება. უნდა გაიაზროს, რომ თამაშის სტილი შეცვალოს. როდესაც “ნაპოლიში” ვთამაშობდი, მარადონა ჩემი გუნდელი იყო, ვარჯიშებს აცდენდა, თუმცა ამაზე პრობლემა არავის ჰქონდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მატჩებს მარტო მოიგებდა”.
კომენტარი გააკეთა „ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ და კვარაცხელიას გამოექომაგა:
„არავინ არ უნდა მისცეს თავს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლება იმის გამო, რასაც აკეთებს და რაც გასულ სეზონში გააკეთა. ახლა ხალხი მას მომენტების მიხედვით აფასებს, მაგრამ თუ ხედავთ, რასაც თამაშისას აკეთებს – ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის შესანიშნავი ბიჭი და განსაკუთრებული ფეხბურთელია, არავის აქვს მისი კრიტიკის უფლება“.
GIPHY App Key not set. Please check settings