ნუცუბიძის პლატოზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.პროექტის ფარგლებში მოეწყო სტანდარტული საფეხბურთო მოედანი და ერთი მინი მოედანი (7×7 ფეხბურთისთვის) განათებითა და ტრიბუნით. ასევე აშენდა შენობა, სადაც გასახდელები და ადმინისტრაციული ოთახებია განთავსებული.
საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას პროგრამა “ფორვარდის” დაფინანსებით განხორციელდა.
სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.
მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ფოთში,თბილისის მასშტაბით კი გლდანში,ვარკეთილსა და ვაკეში.
GIPHY App Key not set. Please check settings