მთელმა ნეაპოლმა იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გული დაკავებულია. მის გულისწორს ნიცა თავაძე ჰქვია. გოგონა თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს.
ამ ეტაპზე ის იტალიაში არ გადასულა, თუმცა ბუნებრივია რამდენჯერმე ნახეს „ნაპოლის“ სტადიონზე, სადაც პერიოდულად ჩადის საყვარელი ბიჭის მხარდასაჭერად.
ნიცას ინსტაგრამზე დახურული პროფილი ჰქონდა, ახლა კი საერთოდ წაშლილია პუბლიკაციები. არც ფეისბუქია დიდად აქტიური.
თუმცა დრო და დრო სთორიში იდება ხოლმე ხვიჩასთან დაკავშირებული ვიდეოები. ასევე გამოჩნდა ნეაპოლის მიდამოებში გადაღებული რამდენიმე ფოტო.
ხვიჩას საჯაროდ არასოდეს ულაპარაკია პირად ცხოვრებაზე. პირველად ის ნიცასთან ერთად თბილისში, საქართველო-იტალიის საკალათბურთო მატჩზე შეამჩნიეს.
გარდა ამისა, ამასწინ ხვიჩამ ხელით ასო ნ გამოსახა გოლის შემდეგ, რომელიც ნიცას მიუძღვნა.
GIPHY App Key not set. Please check settings