in

ნინო წიკლაურმა ოლიმპიადა დაასრულა

მილანი/კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სამთო მოთხილამურეთა ასპარეზობები ქალთა სლალომით დასრულდა.

მედლების ბოლო კომპლექტისთვის ასპარეზობას 95 მოთხილამურე შეუდგა, მათ შორის 28 მონაწილე შეჯიბრებას გამოეთიშა, სამს კი დისკვალიფიკაცია მისცეს. სამწუხაროდ, დისკვალიფიცირებულთა შორის იყო ნინო წიკლაური.

ნინო წიკლაურმა 15 თებერვალს გიგანტურ სლალომშიც იასპარეზა და 49-ე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა (ვანკუვერი-2010, სოჭი-2014, პიონჩანგი-2018, პეკინი-2022, მილანი/კორტინა-2026).

სლალომში ჩემპიონობა მოიპოვა ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა. ვერცხლის მედალი ერგო შვეიცარიელ კამილ რასტს, ხოლო ბრინჯაო დაიმსახურა შვედმა ანა სვენ ლარსონმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამ ანტირეკორდი დაამყარა და ტიერი ანრის გაუთანაბრდა