in

ნინიაშვილმა ისევ დადო ლელო და ლიონს მოაგებინა

საფრანგეთის ჩემპიონატში მე-15 ტურის შეხვედრაში დავით ნინიაშვილის „ლიონმა“ დაძაბულ ორთაბრძოლაში სტუმრად „ბორდო“ დაამარცხა – 22:20.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და ამჯერადაც ლამაზი ლელო დადო ისევე როგორც წინა შეხვედრაში, ჩელენჯ თასზე „ჩიტაზთან“.

ჩვენიანმა მოედნის ცენტრში მოიპოვა ბურთი, დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და „ლიონი“ 8:0 დააწინაურა.

ლიონელთა შემადგენლობაში ნინიაშვილმა და ბექა საღინაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ირაკლი აფციაური კი შეხვედრაში 47-ე წუთიდან ჩაერთო.

მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ეს ნინიაშვილის მესამე ლელოა.

„ლიონი “ სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე ყველას ჯობდა, მაგრამ უოტფორდმა ისევ წააგო

გოგლიჩიძემ სრულად ითამაშა, საბერძნეთში ქართული დუელი შედგა