საფრანგეთის ჩემპიონატის (TOP 14) მე-19 ტურში „ლიონმა“ „რასინგს“ უმასპინძლა და 45:11 დაამარცხა. ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარადავით ნინიაშვილმა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა ორი ლელო დადო და „ლიონის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა („რასინგის“ შემადგენლობაში ერთი ლელო გია ხარაიშვილის ანგარიშზეა).
ნინიაშვილის კარგი თამაში დაუფასეს და ქართველი TOP 14-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
„ლიონი” სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings