საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ლიონის” ფულბეკი დავით ნინიაშვილი პრესტიჟულ Top 14-ში თავს იმკვიდრებს.
“ჩელენჯ თასზე” “გლოსთერთან” წარმატებული თამაშის შემდეგ, ნინიაშვილმა უკვე top 14-შიც მოახერხა სადებიუტო ლელოს გატანა. ნინიაშვილი “პო”-სთან მოგებულ შეხვედრაში “ლიონის” ძირითად შემადგენლობაში იყო, ოღონდ ამჯერად ფრთაზე იდგა და დაკისრებულ მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გაართვა.
გარდა ლელოსა, ქართველი მორაგბე ძალიან კარგი იყო შეტევაში. მის წინააღმდეგ “პოს” მორაგბეებმა 7 ბოჭვა გააფუჭეს.
ნინიაშვილის კარგი თამაში Midi Olympique-საც არ გამოპარვია და დავით ნინიაშვილი Top 14-ის მეთხუტმეტე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
GIPHY App Key not set. Please check settings