ბრიტანულმა მირორმა შემოდგომის ტესტმატჩების წინ 10 მორაგბე გამოარჩია და მკითხველს მათზე დაკვირვება ურჩია.
სასიამოვნოა, რომ ათეულში საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” ფულბეკი დავით ნინიაშვილიც მოხვდა, რომელიც ფრანგულ “ლიონში” პირველი ლიგის “ხვამლიდან” გადავიდა.
“ამ დროში საქართველოში საოცარი და ნიჭიერი ტალანტები ჩნდებიან. დავით ნინიაშვილი ერთ-ერთი ასეთი მორაგბეა, რომელსაც შეუძლია თავისი ქვეყნის სარაგბო პოტენციალის წარმოჩენა.
მსოფლიომ 19 წლის მორაგბის თამაშის ხარისხი ჯერ კიდევ ნიდერლანდებთან შეაფასა, როდესაც მან ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ტოპ 14-ის ქომაგებმა მისი ნიჭი “ლიონში” გადასვლის შემდეგ შეამჩნიეს. ნინიაშვილი ფიზიკურად ჯერ კიდევ ვითარდება, თუმცა მისი მხრიდან პოზიციის შერჩევა, თავდაჯერებულობა, მაღალი ბურთისთვის ბრძოლა საქართველოს საფრანგეთთან და ფიჯისთან ძალიან დაეხმარება.”-წერს გამოცემა
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ სიაში ნინიაშვილი Tier 2-ის ქვეყნებიდან ერთადერთი მორაგბეა.
გეტყვით იმასაც, რომ ნოემბერში “ბორჯღალოსნები” ორ ტესტ მატჩს გამართავენ-საფრანგეთის და ფიჯის წინააღმდეგ.
GIPHY App Key not set. Please check settings