in

ნინიაშვილი დაფრინავს:მორიგი ლელო და მატჩის საუკეთესოს წოდება

საქართველოს ნაკრების ფულბეკი დავით ნინიაშვილი ისევ შეუჩერებელია.

გუშინ, ჩელენჯ თასზე ნინიაშვილის “ლიონი”-“პერპინიანს” დაუპირისპირდა და საკმაოდ დამაჯერებლად 37:6 დაამარცხა. 19 წლის ქართველი მორაგბე “ლიონის” ძირითად შემადგენლობაში იყო და საკმაოდ მნიშვნელოვანი ბოჭვები შეასრულა და შეტევებსაც კარგად ამწვავებდა. მატჩის 50-ე წუთზე კი, ნინიაშვილმა მეტოქისთვის ლელოს დადებაც მოახერხა და შეხვედრის საუკეთესო მორაგბედაც დასახელდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შეხვედრას ქართველი ნიკა ამაშუკელი სჯიდა.

“ლიონს” მიმდინარე სეზონში ჩელენჯ თასზე ჩატარებული 3 მატჩიდან 3 მოგება აქვს და 14 ქულით ჯგუფის ლიდერია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯენოამ შევჩენკო გაუშვა

ზედიზედ 7 გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი: ჭიკაძე კატართან დამარცხდა