ხან ასეც ხდება, რომ მოთამაშე 29 წლის ასაკმდე უდიდეს სცენას არ გაჰკარებია, მაგრამ შემდეგ გამოანათებს. მაგალითად, ჯეიმი ვარდი, რომელსაც 27 წლამდე უფროსი ეუბნებოდა გაეშვი ფეხბურთს და მენეჯერად დაგაწინაურებო. შემდეგ ვარდიმ პრემიერ ლიგაც მოიგო და ინგლისის ნაკრებშიც ითამაშა, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა.
გუშინ, ესპანეთსა და გერმანიას შორის უდაძაბულესი მატჩი შედგა და გერმანია ჯგუფში ჩარჩენასთან ძალიან ახლოს იყო. მორატას 62-ე წუთზე გატანილმა გოლმა გერმანელები მაგრად ანერვიულა, მაგრამ უცებ, მოედანზე ნიკლას ფიულკრუგი ჩაერთო და თან ტომას მიულერის ნაცვლად, 83-ე წუთზე გოლიც გაიტანა და გერმანელები ბრძოლაშიც დატოვა.
ნიკლასი ჰანოვერში დაიბადა და ყველა ასაკობრივი გუნდი აქვს გამოვლილი. იყო გერმანიის 18, 19 და 20 წლამდე გუნდის წევრი, მაგრამ ეროვნულში დებიუტს, ლამის 9 წელი ელოდა.
2016 წელს იყო ტრანსფერი “ჰანოვერიდან” “ვერდერში” და გასულ სეზონამდე მეორე ბუნდესლიგაში ბურთაობა. ფაქტი, რომ ბრემენელები გერმანული ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდნენ, დიდწილად, ფიულკრუგის კისერზეა, რადგან გასულ სეზონში 18 გოლს 8 ასისტი წაამატა, მაგრამ ეს სეზონი?
ნიკლასი გერმანელ მოთამაშეებს შორის საუკეთესოა – 14 მატჩი და 10 გატანილი გოლი, შესაბამისად, ჰანზი ფლიკმა მას ნაკრებში უხმო და შედეგსაც ვხედავთ.
ჰო, ფიულკრუგი მარიო გიოტცეს შემდეგ პირველი მოთამაშეა, რომელიც მუნდიალზე ცვლილებიდან ჩაერთო და გოლი გაიტანა. გიოტცეს გოლი 2014 წლის ფინალში კი გემახსოვრებათ.
GIPHY App Key not set. Please check settings