ვეტერანი ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ევროპისა და აზიის ქვეყნებში NBA-ს ოფიციალური ელჩი გახდა. ზაზა ფაჩულიას შემდეგ, ის პირველი ქართველია, რომელმაც ასეთი პრესტიჟული წოდების მოპოვება მოახერხა.
ცნობილია, რომ ცქიტიშვილსა და NBA-ს ვიცე-პრეზიდენტ კიმ ბაჰუნს შორის საუბარი 6 თვის წინ შედგა, მაგრამ მხარეებს შორის ოფიციალური კონტრაქტი 4 მარტს გაფორმდა.
ნიკოლოზ ცქიტიშვილი წელიწადში რამდენჯერმე ეწვევა ევროპისა და აზიის ქვეყნებს, მატჩებს დაესწრება და მოთამაშეებს ამერიკულ საკალათბურთო კულტურასა და ისტორიას გააცნობს.
კიმ ბაჰუნის განცხადებით, ცქიტიშვილი საუკეთესო ვარიანტია, რადგან მისი კარიერა სამ კონტინენტს – ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა და აზიას – მოიცავს.
ნიკა NBA-ში 4 წლის განმავლობაში 2002-2006 წლებში: “დენვერის”, “გოლდენ სტეიტის”, “მინესოტასა” და ფენიქსის” შემადგენლობაში თამაშობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings