საქართველოს ნაკრები დღეს გორის სტადიონზე 2021 წლის ბოლო შეხვედრას გამართავს. შვედებთან დიდი გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩამდე კომენტარი საქართველოს ნაკრების და პოლონური “ლეხ პოზნანის” ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა.
“შვედეთთან მოპოვებული გაამარჯვება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გუნდში პოზიტივა, ფსიქოლოგიურად კარგად ვართ. შვედებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, თავაწეულები ვართ და ამ თავის დაშვებას არ ვაპირებთ.
გულშემატკივრის როლი ძალიან დიდია. ჩვენთვის მათი გამხნევება ყოველთვის სხვანაირად აღიქმება და დადებითი ემოცია მოაქვს. ბათუმში რაც ხდებოდა, უდიდესი პოზიტივი იყო და სწორედ ეს ემოციები გახლდათ მთავარი. თანამედროვე ფეხბურთში ეიფორიაში ყოფნის დრო არ არის, ამიტომ, დიდი ხანი ამით ვერ ვისიამოვნეთ, რადგან მეორე დღეს უკვე მომდევნო მატჩზე ფიქრი დავიწყეთ”, – თქვა ნიკა კვეკვესკირმა.
GIPHY App Key not set. Please check settings