in

ნიკა ამაშუკელის უდიდესი წარმატება!

ქართული რაგბის წარმატება, მხოლოდ ეროვნული ნაკრების გამარჯვებებით არ შემოიფარგლება. ბოლო წლებში, ნიკა ამაშუკელი სარაგბო ოჯახის ელიტარულ მსაჯთა კატეგორიას მეთოდურად უახლოვდებოდა.

ახლახანს, ამაშუკელმა ექვსი ერის მატჩი განსაჯა და ეს უდიდესი წარმატება იყო, მაგრამ გუშინ, დადასტურდა, რომ ნიკა 4 ერის ტურნირზე ახალი ზელანდიისა და არგენტინის მატჩს იმსაჯებს! ამაზე დიდი ამბავი, მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი იქნება და მუნდიალამდეც 1 წელია დარჩენილი, ასეთი ტემპით კი ამაშუკელს მსოფლიო ჩემპიონატზეც უნდა ველოდოთ.

ამაშუკელი 27 აგვისტოს მთავარი მსაჯი იქნება, ხოლო 3 სექტემბერს გვერდითა არბიტრი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სადიო მანე საუკეთესო აფრიკელია

ლაშა ნოზაძე: მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ!