ქართული რაგბის მორიგი აღიარება. ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი ევროპული საკლუბო რაგბის ყველა პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა თასის მატჩს განსჯის. ამაშუკელი “კასტრისა” და “ჰარლექუენსის” მატჩის მთავარი არბიტრი იქნება.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი მსაჯი ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს. აქამდე, ნიკა ამაშუკელს რანგით მეორე ტურნირზე, “ჩელენჯ თასზე” “ლონდონ აირიშისა” და “კარდიფის” თამაშზე აქვს ნამსაჯები.
გეტყვით, რომ ნიკა ამაშუკელმა ნოემბერში დუბლინის “ავივა სთედიუმზე” ირლანდიისა და იაპონიის შეხვედრა განსაჯა, რომელიც “სამყურებმა” 60:5 მოიგეს.
GIPHY App Key not set. Please check settings