in

ნიდერლანდებთან წავაგეთ და გვრჩება მთავარი თამაში: ოქტომბერში შვედეთთან

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდა და 1:3 დამარცხდა.

გარკვეული იმედით კი ვიყავით, მაგრამ ნიდერლანდები ჯგუფში აშკარად ყველას ჯობია. ჩვენმა ბიჭებმა ეპიზოდურად კარგად ითამაშეს, თუმცა ეს ბუნებრივია საკმარისი ვერ იქნებოდა.

მინიმუმ ფრე გვინდოდა, რაც კონკურენტ შვედეთს დაწევის საშუალებას არ მისცემდა, ჩვენ კი ევროპის ჩემპიონატს მივუახლოვდებოდით.

საბა საზონოვი ვირუსის გამო არ იყო,რაც ამ ნაკრებისთვის დანაკლისია. მასპინძლები უკვე მე-4 წუთზე გახსნეს ანგარიში, რასაც იმავე ფეხბურთელმა. „სტრასბურგის“ ფორვარდმა ემეგამ მეორეც გაგვიტანა.

თუმცა ჩვენებს ყურები არ ჩამოუყრიათ და 31-ე წუთზე საბა ხვადაგიანის შესანიშნავი პასით ოთარ მამაგეიშვილმა ანგარიში შეამცირა. პირველი ტაიმის ფრედ დასრულებაც შეგვეძლო – 43-ე წუთზე გიორგი კვერნაძეს შეეძლო გატანა, მაგრამ ხელი მცველმა შეუშალა.

შესვენების შემდეგ ნიდერლანდებმა ზეწოლა გააძლიერეს: პირისპირ გასულ ემეგას დარტყმული ბურთი კვლავ მოიგერია ხარატიშვილმა, მანჰუფმა ოდნავ ააცილა, ხოლო ოჰიომ მესამე გაგვიტანა.
მერე მსაჯმა ჩვენს კარში ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა და ოჰიოს უხეიროდ დარტყმულ ბურთს ხარატიშვილი დაეუფლა.

საქართველო 16 ქულით მე-2 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს იონკოპინგში შვედეთთან გამართავს, რომელიც მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი უშუალო კონკურენტია.

U21. ევრო 2025. საკვალიფიკაციო მატჩი. C ჯგუფი

ნიდერლანდები – საქართველო 3:1
9 სექტემბერი. ვენლო. “კოვებო დე კული”. 3 458 მაყურებელი

გოლები: 1:0 ემეგა (4. ვან ბომელის პასით), 2:0 ემეგა (18. მანჰუფის პასით), 2:1 ო. მამაგეიშვილი (31. ხვადაგიანის პასით), 3:1 ოჰიო (72. მაატსენის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: ოჰიო (79)

საქართველო: ხარატიშვილი, ზურაბიანი (57. გოგოტიშვილი), ხვადაგიანი, უგრეხელიძე (74. ოდიშვილი), მამაცაშვილი, გაგნიძე (81. ოსიყმაშვილი), ლომინაძე, ოდიშარია (81. გორდეზიანი), ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი (57. აბუაშვილი), კვერნაძე

სათადარიგოები: მაქაცარია – მორჩილაძე, რუხაძე, ეგოიანი
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

გაფრთხილება: ფლამინგო (9), მაატსენი (25), მილამბო (27), გოგოტიშვილი (76), გაგნიძე (81), ხარატიშვილი (84)

დარჩენილი მატჩები

სამშაბათი, 10 სექტემბერი
მოლდოვა – შვედეთი

ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი
შვედეთი – საქართველო

პარასკევი, 11 ოქტომბერი
ჩრ. მაკედონია – მოლდოვა

ორშაბათი, 14 ოქტომბერი
ნიდერლანდები – შვედეთი

სამშაბათი, 15 ოქტომბერი
საქართველო – ჩრ. მაკედონია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთელებს ვთხოვ გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს: რა არის სანიოლისთვის გუნდური მუშაობის მაგალითი

თუ ჯერ საქართველო არ გინახავთ, მოემზადეთ… ალბანეთს ჩვენთან თამაში სიამოვნებს და თან ფრთხილობს