ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. თითქოს პსჟ-სთვის ეს ამბავი ზედმეტი გართულების გარეშე უნდა მომხდარიყო, მაგრამ კაი გვარიანი ნერვიულობა კი გადახდათ. „ასტონ ვილამ“ თამაში დაატრიალა და 3:2 მოიგო. ინგლისელებს ერთი გოლიც სჭირდებოდათ და საამისო შანსიც ჰქონდათ.
მოკლედ, ყველაფერი პარიზელებისთვის სასიკეთოდ დასრულდა და ორი მატჩის ჯამში 5:4-ით პსჟ საუკეთესო ოთხეულში აღმოჩნდა.
კვარაცხელია, როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა. ხვიჩა ჩვეული მარცხენა გარემარბის ნაცვლად მარჯვენა ნახევარმცველი უფრო იყო და დაცვაში ხშირად ჩადიოდა, საიდანაც კონტრშეტევებზე ამორბენა (ბევრი სირბილი) ხშირად უწევდა. მხოლოდ მას შემდეგ დადგა კომფორტულ ადგილზე, როდესაც ბარკოლას ნაცვლად დუე შევიდა. ამის გამო იყო ეპიზოდი, როდესაც ხვიჩამ ჩვეულ სტილში მოჭრილად დაარტყა და მცირე რიკოშეტით ბურთი კუთხურზე გადავარდა, თორემ ლამაზი გოლი გამოვიდოდა.
საერთო ჯამში, ხვიჩასგან უკეთესი თამაშიც გვახსოვს, ხოლო ის, რომ მის წინააღმდეგ უხეშობდნენ, ესეც არ არის გასაკვირი, ყვითელი ბარათი ისევ აჰკიდა მეტოქეს.
შეფასებები: Flashscore – 6.9; Sofascore – 6.6; Whoscored – 6.2.
ასტონ ვილა – პსჟ 3:2
პირველი მატჩი 1:3
გოლები: 0:1 ჰაკიმი (11), 0:2 მენდეში (28. დემბელეს პასით), 1:2 ტილემანსი (34. მაკგინის პასით), 2:2 მაკგინი (55), 3:2 კონსა (57. რაშფორდის პასით)
GIPHY App Key not set. Please check settings