in

ნეიმარმა თვითმფრინავით დახმარება გაგზავნა, დიეგო კოსტამ ასამდე ადამიანი გადაარჩინა

დიეგო კოსტა მეგობრებთან ერთად წყალდიდობისგან დაზარალებულებს ეხმარება.

„გრემიოში“ მოთამაშე „ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ ყოფილი ფორვარდი ვარჯიშიდან შინ ბრუნდებოდა და წყალმოვარდნისგან დახმარების საჭიროების მქონე ადამიანთა ჯგუფს გადაეყარა.

ფეხბურთელმა მანქანა წყალში დატოვა და ხალხს საკუთარი ჰიდროციკლი შესთავაზა, ასევე წყლის სატრანსპორტო საშუალებების მქონე 4 მეგობარს დაუძახა. როგორც ამბობენ, მათ დაახლოებით 100 ადამიანი გადაარჩინეს.

ბრაზილიაში სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა ნეიმარიც.
„ალ ჰილალის“ ფეხბურთელმა სამშობლოში პირადი თვითმფრინავი გაგზავნა, რათა წყალი, საკვები და სხვადასხვა ნივთები ჩაეტანათ.
სოცქსელებით ნეიმარმა ყველას მოუწოდა სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობა.
„მე აქედან, შორიდან ვლოცულობ… მამაჩემი ყველა შესაძლო დახმარებას უწევს“, – დაწერა ნეიმარმა.

წყალდიდობის გამო რიუ-გრანდეს დაახლოებით 150 ათასი მოსახლე იძულებული გახდა საცხოვრებელი მიეტოვებინა. დაღუპულია მინიმუმ 85 ადამიანი, ხოლო 130 დაკარგული ითვლება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლის ახალი მწვრთნელი შერჩეულიაო… ხვიჩასთან შესაძლოა მუდრიკი მივიდეს

ბელინგემი ფავორიტად რჩება: ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი