პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა კარიერის დასრულების შემდეგ გეგმებზე ისაუბრა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი აპირებს, რომ პოკერის პროფესიონალი მოთამაშე გახდეს.
„ეს სიმართლეა. ვაპირებ, რომ პროფესიონალი გავხდე. პოკერის თამაშის დროს თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ვფიქრობ, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დიდ ტურნირებზე თამაში არ გამიჭირდება.
თამაში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს დავიწყე და პოკერი ძალიან შემიყვარდა. ჩემი თამაშის სტილი აგრესიულია. პოკერი ფეხბურთს იმით hგავს, რომ აფასებთ თამაშს, თქვენს ოპონენტს და ირჩევთ თავდასხმის დროს. ძალიან ბევრს ვთამაშობდი „ბარსაში“, ახლა პსჟ-ში ვთამაშობთ. ჩემს პირველ ძაღლს პოკერი დავარქვი, რადგან ეს თამაში მართლაც ძალიან მიყვარს. ყოველთვის როცა სათამაშოდ ვჯდები, ჩემი მიზანი მოგებაა – იქნება ეს მეგობრების წრე, ონლაინ თუ ტურნირი“, – უთხრა ნეიმარმა The Sun–ს.
ნეიმარი პოკერის პორტალის pokerStars-ის სახეა.
რაც შეეხება ძირითად საქმიანობას, ამ სეზონში ლიგა 1-ში ბრაზილიელმა 15 მატჩი ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და 5 ასისტი ჰქონდა.
GIPHY App Key not set. Please check settings