ნეიმარმა 2022 წლის შედეგებით „ოქროს სამბა“ მოიგო.
ეს პრემია ყოველწლიურად გადაეცემა ბრაზილიის მიღმა მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს.
ნეიმარმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჯილდო უჭირავს. თუმცა გამოკითხვის შედეგები 15 თებერვალს უნდა გახმაურებულიყო.
პსჟ-ს თავდამსხელმა ეს პრიზი ზედიზედ მესამედ მოიგო. კარიერის განმავლობაში კი „ოქროს სამბა“ 6-ჯერ აქვს მოგებული, რაც რეკორდია.
2021 წლამდე „ოქროს სამბა“ ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელს გადაეცემოდა, 2021-დან კი ზოგადად ქვეყნის ფარეთ მოთამაშეებს.
წელს ნომინირებულები მხოლოდ ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელები იყვნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings