in

ნეიმარი აბობოქრდა: მესის გოლები არ ჩაუთვალეს, გადამწყვეტი მბაპეზეა

საფრანგეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში ერთ-ერთი გამორჩეული დერბი შედგა – პსჟ-მ „მარსელს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო.

ლეო მესის 3 გატანილი გოლი დარჩა ჩემპიონატის შეხვედრებში. არგენტინელს შედეგიანი ქმედება არ ჰქონია. თუმცა მან პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ორივე თამაშგარეს გამო გააუქმეს. ჯერ პასის მიმცემზე დააფიქსირეს, ხოლო მეორე შემთხვევაში მეკარესთან პირისპირ გასული ლეო აღმოჩნდა ოფსაიდში.

შეგახსენებთ, წინა ტურში მესის არ გაუტანია, თუმცა სამი საგოლე პასი გააკეთა.

გოლები კი დანარჩენმა ორმა გიგანტმა გაიტანა. ანგარიში ნეიმარმა გახსნა და ამით ბრაზილიელმა ზედიზედ მესამე თამაშში გაიტანა. მეტიც, მის ანგარიშზე ამ სამ მატჩში 6 გოლია.

როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი მბაპეს ანგარიშზე, რომელმაც 45-ე წუთზე პანალტი გაიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოჯუ-რიუ კარატეში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ლოჩოშვილი Sky sports-მა სიმბოლურ გუნდში შეიყვანა