ბოროტმოქმედები ნეიმარის გოგონას სახლში შეიჭრნენ, შესაძლოა მისი გატაცება სურდათ.
სამშაბათს დილით ადრე ბრუნა ბიანკარდის სახლში რამდენიმე კაცი შევარდა. მათ სახლი გაძარცვეს, ასევე დააბეს გოგოს მშობლები.
პოლიციელთა თქმით, შეიარაღებული ხალხი კითხულობდა, სად იყო ინფლუესერი გოგო და ოქტომბერში დაბადებული პატარა გოგონა – ისინი შინ არ იმყოფებოდნენ.
სამართალდამცველები არკვევენ სურდათ თუ არა მათი გატაცება.
პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებმაც რაღაც იეჭვეს. ერთ-ერთი დამნაშავე დააკავეს, სხვები ნაძარცვით მიიმალნენ. დაკავებული ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა.
GIPHY App Key not set. Please check settings