ნეაპოლის პოლიციამ „ნაპოლის“ კონტრაფაქტური ატრიბუტიკა ამოიღო.
La Gazzetta dello Sport ამბობს, რომმ 200 კვადრატულ ფართობზე აღმოაჩინეს 18 ათასი კონტრაფაქტური საქონელი „ნაპოლის“ სიმბოლიკით. ყალბ პროდუქციაზე ასევე იყო Emporio Armani EA7-ის ლოგო.
ამოღებული საქონლის ბაზარზე მოხვედრის შემთხვებაში შემოსავალი, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა 800 ათასი ევრო ყოფილიყო.
„ნაპოლის“ უკანონო ატრიბუტიკა ნეაპოლის ყველზე ტურისტულ რაიონებში იყიდებოდა.
ერთ-ერთი ფიგურანტი მაროკოელი აღმოჩნდა. მას ბრალი წაუყენეს ყალბი პროდუქციის დამზადებასა და საქონლის უკანონო გასაღებაში.
GIPHY App Key not set. Please check settings