პორტუგალიის ქალაქ მონტემორ-ო-ველიოში გამართულ 23-წლამდელ ნიჩბონასანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მარიამ ქერდიკაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ნიჩბოსანმა 200 მეტრ დისტანციაზე კანოეთი საკვალიფიკაციო ტურნირი 49.15 წამში დაფარა. ფინალში კი, ქერდიკაშვილმა 46.73 აჩვენა და პირველადგილოსანს 0.14 წამით ჩამორჩა.
ოქროს მედალი კანადელმა სოფია იენსენმა მოიპოვა. ბრინჯაოს კი, პოლონელი კატარჟინა შპერკიევიჩი დაეუფლა.
GIPHY App Key not set. Please check settings