in

ნაპოლი ჯერ მილანს შეხვდა, მერე… ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები

უეფამ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გამართა და ფინალამდე გზა განსაზღვრა. ¼ ფინალში „ნაპოლი“ თანამემამულე „მილანს“ შეხვდება და უნდა ითქვას, რომ ნახევარფინალში გასვლის შანსი რეალურია, მით უმეტეს, თუ წლევანდელ იტალიურ სეზონს მივიღებთ მხედველობაში. მოკლედ, ნეაპოლელებს სამდურავი არ უნდა ჰქონდეს, ისევ „მილანი“ ჯობს, ვიდრე „რეალი“ ან „ბაიერნი“. მით უმეტეს, რომ არ არის გამორიცხული, ნახევარფინალში ისევ მილანურ გუნდს, „ინტერს“ შეხვდეს. მოკლედ, „ნაპოლისთვის“ ფინალამდე იტალიური გზა მოჩანს და აღარც ფინალია წარმოუდგენელი.

წილისყრის შედეგები ასეთი გამოვიდა:

¼ ფინალი

რეალი – ჩელსი
ბენფიკა – ინტერი
სიტი – ბაიერნი
მილანი – ნაპოლი

½ ფინალი

მე-2 წყვილის გამარჯვებული vs მე-4 წყვილის გამარჯვებული
1 წყვილის გამარჯვებული vs მე-3 წყვილის გამარჯვებული

1/4 ფინალის პირველი მატჩები 11 და 12 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 18 და 19 აპრილს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალია აღზევდა: ვის რამდენი შერჩა ევროპაში

ნახევარფინალი უფრო საინტერესოა: ევროპა ლიგის წილისყრა