ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს.
ქართველი შემტევის ხელფასი გაორმაგდება – ჩვენიანი წლიურად 2 მილიონ ევროს მიიღებს.
ასევე საგრძნობლად მოიმატებს ხვიჩას გამოსასყიდი თანხა – 35 მლნ ევროს ნაცვლად ის 100 მილიონამდე გაიზრდება.
დაიწერა, რომ კვარას მიმართ ინტერესს სუპერგუნდები იჩენენ – პსჟ, „სიტი“, „რეალი“ და „ბარსელონა“. ამის გათვალისწინებით ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივებითა და გამოსასყიდის გაზრდით ნეაპოლელები თავს იცავენ.
21 წლის კვარაცხელიას 8 გოლი და 8 ასისტი აქვს „ნაპოლიში“ ჩატარებულ 17 მატჩში ყველა ტურნირზე.
GIPHY App Key not set. Please check settings