„ნაპოლი“ 20 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ინტერს“ სერია ა-ს 19 ტურის შემდეგ.
62 წლის ვალტერ მაძარის დანიშვნის შემდეგ იტალიის ჯერ ისევ მოქმედმა ჩემპიონმა 3 მატჩი მოიგო 10-დან ყველა ტურნირზე. ბოლო 4 შეხვედრაში კი გუნდს ერთი გოლიც არ გაუტანია და 9 გაუშვა.
„ტორინოსთან“ 0:3 წაგების შემდგე, „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ დაუშვა, რომ შესაძლოა ფეხბურთელები ბაზაზე ჩაკეტონ.
– ბოდიშს ვუხდით ჩვენს გულშემატკივრებს. გუნდს ვერ ვცნობთ და ვფიქრობთ, როგორ ავამაღლოთ მოტივაცია.
ტრავმები და მნიშვნელოვანი ფეხბურთელების არყოფნა (ანგისა და ოსიმენი აფრიკის თასზე წავიდნენ) გამართლება არ არის, თუმცა მათი დაკარგვა აისახა.
პოლიტანო ბოლომდე მზად არ ყოფილა, ისევე როგორც ჟეზუსი. ვითარება მარტივი არ არის, მაგრამ გავიმეორებ, ეს არ გვამართლებს.
ხომ არ იგეგმება ფეხბურთელების ბაზაზე ჩაკეტვა, რათა უფრო მეტად კონცენტრირდნენ ფეხბურთზე?
ბაზაზე შევხვდებით და გადავწყვეტთ. მაძარი? კლუბი, მე და გუნდი მას ენდობიან.
GIPHY App Key not set. Please check settings