„ნაპოლი“ შესაძლოა პრობლემებში გაეხვიოს და ამის მიზეზი არასწორად წარმოებული ფინანსური საკითხია.
ადრე ითქვა, რომ რომის პროკურატურამ ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ცრუ საბუღალტრო აღრიცხვიანობის გამო ეჭვმიტანილთა სიაში შეიყვანა. გარჩევა უკავშირდება 2020 წელს „ლილიდან“ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის დროს კაპიტალის ფიქტიურ ზრდას.
Football Italia რამდენიმე წყაროს ეყრდნობა და ამბობს, რომ გამოძიება კლუბის თავკაცის წინააღმდეგ უკვე დასრულებულია, სხვა თანამშრომლების მიმართ კი გრძელდება.
მასალები სავარაუდოდ სასამართლოს გადაეგზავნება. თუ განაჩენი გამამტყუნებელი გამოდგა, დე ლაურენტისი შესაძლოა დისკვალიფიკაციით დაისაჯოს, ხოლო „ნაპოლი“ დააჯარიმონ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში გუნდს შესაძლოა ქულები ჩამოაკლონ.
GIPHY App Key not set. Please check settings