Opta Power Rankings-მა საკლუბო რეიტინგი განაახლა და აღმოჩნდა, რომ „ნაპოლი“ საუკეთესო სამეულში მოხვდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა გადაასწრო თვით მადრიდის „რეალს“ და „ბარსელონას“, ასევე ინგლისურ გრანდებს „ლივერპულსა“ და „მანჩესტერს“, ხოლო იტალიური ბობოლების ჩამოტოვება გასაკვირი სულაც აღარ არის.
Opta Power Rankings დაახლოებით 13 500 გუნდს აფასებს მთელ მსოფლიოში 100-ქულიანი ნიშნით.
- სიტი – 100
- ბაიერნი – 99,2
- ნაპოლი – 96,5
- რეალი – 95,9
- არსენალი – 95,0
- ბარსელონა – 94,9
- ლივერპული – 94,2
- მანჩესტერი – 93,7
- იუვენტუსი – 92,7
- ინტერი – 92,6
GIPHY App Key not set. Please check settings