in

ნაპოლი მთლად წახდა: ცუდი მატჩი და მორიგი წაგება – ხვიჩა დაბრუნდა და…

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს 36-ე ტურის შეხვერა შინ ჩაატარა წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთ აღმოჩენა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის რეალურ მაძიებელ „ბოლონისთან“ და 0:2 წააგო.

„ნაპოლის“ უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ მოუგია საჩემპიონატო თამაში. 51 ქულით მართალია ახლა მე-8 ანუ კონფერენს ლიგის საგზურის ზონაშია, მაგრამ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს „ფიორენტინას“, რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო შეხვედრა კი „ნაპოლის“ სწორედ „ფიორენტინასთან“ აქვს 17 მაისს სტუმრად. მოკლედ, მომდევნო ევროსეზონი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, ხოლო წლევანდელი რომ ჩავარდა, ამას წყალი აღარ გაუვა.

ხვიჩა კავარცხელია მცირე ტრავმის შემდეგ ძირითადში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. ხვიჩა საკმაოდ უნიათო გუნდის რიგებში კი ცდილობდა, თუმცა ბევრი არაფერი გამოსდიოდა. პირველად ასე თუ ისე სახიფათოდ და კარში მე-60 წუთზე დაარტყა და ის ბურთიც საკმაოდ იოლი ნადავლი გახდა მეკარისთვის.
პირველი ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო, არბიტრის გადაწყვეტილების გაპროტესტების გამო.

უნდა ითქვას, რომ უკვე 21- წუთზე, „ნაპოლიმ“, როდესაც უკვე 0:2-ს აგებდა, პენალტის უფლება მიიღო, მაგრამ მატეო პოლიტანოს დარტყმა „ბოლონიის“ მეკარე რავალიამ მოიგერია.

მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო შეხვედრა არ ჩაუტარებია, კვარაცხელიამ გუნდში ერთ-ერთი მაღალი შეფასებები დაიმსახურა Flashscore.com – 6.8; Whoscored.com – 7.0; Sofascore.com – 6.8.

ნაპოლი – ბოლონია 0:2
გოლები: 0:1 ნდოიე (9), 0:2 პოში (12)
გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (22, ნაპოლი)

What do you think?

-2 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა

ქვილითაია და დვალი ჩემპიონები არიან