სერია A-ს მე-14 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ინტერთან“ ულაპარაკოდ დამარცხდა – 0:3.
ხვიჩა ჯკვარაცხელია ძირითადში იყ ოდა ბოლომდე ითამაშა. ჩვენიანს ყურადღებით მეურვეობდა დარმიანი. ხვიჩამ კარგი პასი გაუკეთა ელმასს, რომლის ჩაწოდებული ბურთი ზომერმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე ნეაპოლელთაგან არავინ აღმოჩნდა.
თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ხშირად არ იქმნებოდა. პოლიტანომ ხარიხას გაარტყა.
მეორე ტაიმში ნეაპოლელები გააქტიურდნენ. 58-ე წუთზე კვარაცხელია მეურვეებს გაექცა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარე ადგილზე იყო.
დარმიანი „კვარას“ გასაქანს არ აძლევდა, უხეშობასაც არ ერიდებოდა და ყვითელი ბარათი მიიღო.
კვარაცხელიამ თითქმის ყველა თანაგუნდელზე მაღალი შეფასება მიიღო: Flashscore.com – 7.2 (აქ ანგისას ჰქონდა 7.3); Whoscored.com – 7.2; Sofascore.com – 7.0 (პოლიტანოს და ანგისას აქვთ 7.3).
ნაპოლი – ინტერი 0:3
გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (44), 0:2 ბარელა (62), 0:3 ტიურამი (83)
„ნაპოლი“ 24 ქულით მე-5 ადგილზეა, ლიდერ „ინტერს“ უკვე 11 ქულით ჩამორჩა და 8 დეკემბერს ტურინში „იუვენტუსს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings