in

ნაპოლი კვარაცხელიას იმ პირობით დათანხმდება, თუ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და „პარი სენ ჟერმენისგან“ ბევრი გარიგებაა მოსალოდნელი. შემადგენლობის გასაძლიერებლად კლუბის მრჩეველი ლუის კამპოსი და მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე აქტიურად მუშაობენ. პარიზელებისთვის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი აქტუალობას არ კარგავს – ინფორმაციას psgpost-ი ავრცელებს.

„სატრანსფერო ბაზარზე პსჟ-ისთვის პრიორიტეტი ფლანგის მოთამაშეების მიწვევა იქნება. ზაფხულში გუნდის სამიზნეში იყვნენ და რჩებიან „ლიონის“ შემტევი ნახევარმცველი რაიან ჩერკი და „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია. თუმცა ამ სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ისინი გუნდს არ დატოვებენ“, – ამტკიცებს psgpost-ი.

ქართველი თავდამსხმელი Sport.es-მა „ბარსელონას“ ამბიციური სატრანსფერო გეგმების განხილვისას ახსენა: „კატალონიური კლუბი თავდასხმის ხაზის გაძლიერებას ცდილობს. „ბარსელონას“ სიაში რამდენიმე თავდამსხმელია – კრისტოფერ ნკუნკუ („ჩელსი“), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“), მარკუს რაშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“) და რაფაელ ლეაო („მილანი“). კლუბის მენეჯმენტი მათი შეძენის შესაძლებლობას განიხილავს“.

„პსჟ კვარაცხელიას შესაძენას კვლავ აქტიურად განიხილავს. 23 წლის ქართველი სხვა ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროშიცაა. მას ყურადღებით ადევნებენ თვალს „არსენალი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. „ნაპოლი“ სეზონის ბოლოს თავისი ვარსკვლავის წასვლას იმ პირობით დათანხმდება, თუ ხვიჩა კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. „პარი სენ-ჟერმენი“ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და ეცდება, ამ შესაძლებლობით ისარგებლოს“, – ეს ფრანგული გამოცემის, sport.fr-ის ვერსიაა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფანებმა თქვეს ბუდუ: ზივზივაძე ტურის ფეხბურთელია

წლის სანაკრებო მწვრთნელი დე ლა ფუენტეა, სანიოლი მე-9 ადგილზეა