in

ნაპოლი ისევ ისე მოემზადება – კარგად დაცდილი კასტელ დი სანგრო: როდის მოუწევს შეკრება ხვიჩას

იტალიის ჩემპიონატი ახლახან დასრულდა, თუმცა გუნდები უკვე ფიქრობენ მომდევნო სეზონისთვის. ჩემპიონმა „ნაპოლიმ“ უკვე დაგეგმა ზაფხულის ორი შეკრება.

„ნაპოლი“ პირველ ეტაპს დიმაროში ჩაატარებს, ხოლო მეორეს – კასტელ დი სანგროში. ამაში ახალი არაფერია. ზედიზედ მესამე წელია „ნაპოლი“ სეზონისთვის ასე ემზადება. 29 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ხვიჩას გუნდი სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ეს შეკრება დაადასტურა კასტელ დი სანგროს მერმა, ანჯელო კარუზომაც: „დიახ, „ნაპოლი“ ჩვენთან მოემზადება. გუნდი კასტელ დი სანგროში 29 ივლისიდან 10-11 აგვისტომდე გაჩერდება, მაგრამ შესაძლოა, თარიღი შეიცვალოს“.

ნეაპოლელთა შეკრება ემთხვევა ჯიჯი დალესიოს კონცერტს, რომელიც 5 აგვისტოს უნდა გაიმართოს, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ამხანაგური მატჩების ჩატარებას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლის ულტრასებმა პირობა შეასრულეს: სპალეტის მოპარული ავტომობილის საჭე დაუბრუნეს

ლა ლიგის სიმბოლური მარკასგან: რეალი, ბარსა და ვიღაცეები