in

ნაპოლი ბოლო წუთზე გადარჩა, კვარა საუკეთესო იყო

„ნაპოლი“ ვერა და ვერ დალაგდა. გუნდი ისევ არეულად და არასტაბილურად თამაშობს. არ გამოვიდა კარგი მატჩი „ჯენოასთანაც“ – 1:1. ეს გოლიც ნეაპოლელებმა სულ ბოლოს, 90-ე წუთზე გაიტანეს. შეხვედრას 5 წუთი დაამატეს, მაგრამ ცარიელი ენთუზიაზმისა და გაუაზრებელი შეტევების მეტი არაფერი ყოფილა და თამაშიც ლოგიკური შედეგით დასრულდა.

კარგი ერთი რამაა: ხვიჩა კვარაცხელია აშკარა ლიდერია. სწორედ მასზეა აწყობილი თამაში, მისი იმედი აქვთ ყველაზე მეტად და ჩვენიანიც მუდმივად აქტიურობს და გამწვავებას ცდილობს. თუმცა, ფეხბურთი მოგეხსენებათ ერთი კაცის თამაში არ არის.

პირველ ტაიმში ხვიჩა შუაშიც იყო და ფლანგზეც. აი მეორე ნახევარში კი მთლიანად მარცხენა მხარეს დადგა და იქედან ცდილობდა მეტოქის შეწუხებას. შეწუხება კი გამოსდიოდა, მაგრამ ხიფათი ნაკლებად. დასამახსოვრებელი იყო 83-ე წუთზე ხვიჩას დარტყმა საჯარიმოს გარედან. მან მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში სახიფათოდ გაუშვა, ბურთი მეკარის წინ დაეცა, თუმცა მარტინესმა მაინც მოახერხა მოგერიება.

პირველი რეალური მომენტი კვარაცხელიას ჰქონდა, მაგრამ „ჯენოას“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა. ქართველის წინააღმდეგ ხშირად უხეშობდნენ. ერთხელაც ვერ მოითმინა, 42-ე წუთზე ემოციურად გააპროტესტა და მსაჯმა ამის გამო ყვითელი ბარათი უჩვენა.

მოკლედ, კვარაცხელია ყველაზე აქტიური და მონდომებული იყო, სტანდარტულებს ასრულებდა, რამდენჯერმე სახიფათო დრიბლინგი განახორციელა, მაგრამ თანაგუნდელებმა ვერ აუბეს მხარი. მიუხედავად ამისა, ანალიტიკურმა საიტებმა მისი გარჯა დააფასეს და ყველაზე მაღალი შეფასებები დაუწერეს:
Flashscore – 7.8, Sofascore – 8.1, Whoscored – 8.3.

ნაპოლი – ჯენოა 1:1
გოლები: 0:1 ფრენდრუპი (47), 1:1 ნგონჟი (90)

„ნაპოლი“ 36 ქულით მე-9 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 25 თებერვალს სტუმრად გასავარდნ ზონაში მყოფ „კალიარის“ შეხვდება. თუმცა მანამდე სუპერმატჩი აქვს – 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალი შინ „ბარსელონასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ ესპანეთი მეორე ტაიმში გაანადგურა და პირველ ადგილზე გავიდა: ნახევარფინალი თბილისშია – 800 ლელო დავდეთ

ტენერიფე ნახევარფინალში ბარსელონასთან დამარცხდა და თასიდან გამოვარდა: შერმადინმა 9 ქულა ჩააგდო