in

ნაპოლის ულტრასებმა პირობა შეასრულეს: სპალეტის მოპარული ავტომობილის საჭე დაუბრუნეს

„ნაპოლიმ“ 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოიგო ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით. მწვრთნელმა ერთწლიანი პაუზის აღება გადაწყვიტა და ფეხბურთისგან ცოტას ტოსკანას რანჩოზე დაისვენებს.

საინტერესოა, რომ სწორედ სპალეტის წასვლას ითხოვდნენ „ნაპოლის“ ულტრასები 2021 წლის ოქტომბერში. ისინი იმდენად უკმაყოფილო იყვნენ მწვრთნელის მუშაობით, რომ მისი ავტომობილი Fiat Panda მოიპარეს და გადადგომაც მოსთხოვეს: „სპალეტი, ჩვენ დაგიბრუნებთ შენს Panda-ს, თუ წახვალ!“

და ახლა, როდესაც გადადგომა მოხდა, მათ პირობა შეასრულეს და ლუჩანოს საჭე დაუბრუნეს, ასევე საყვარელი მომღერლის დინო დანიელეს რამდენიმე კომპაქტ-დისკი მოაყოლეს.

სპალეტის ამჟამინდელი ავტო ისევ Panda-აა, ოღონდ საჩემპიონოდ შეღებილი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

ნაპოლი ისევ ისე მოემზადება – კარგად დაცდილი კასტელ დი სანგრო: როდის მოუწევს შეკრება ხვიჩას