in

ნაპოლის რთული გამარჯვება: კვარას ძიებაში

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩი სტუმრად „ლეჩესთან“ მოიგო 2:1 და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიმყარა. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიური კუთხითაც, რადგან წინა ტურში „მილანთან“ საშინაო განადგურების შემდეგ, გუნდს სჭირდებოდა გამხნევება ისევ და ისევ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ.

მოგება კარგია, თუმცა უნდა ითქვას, რომ „ნაპოლისთვის“ ეს მოგება მარტივად არ მოსულა. მეტიც, შეიძლება ითქვას, გამართლების ხარჯზე. ნეაპოლელები ვერ დომინირებდნენ ისე როგორც მიაჩვიეს გულშემატკივრები, ვერ იყვნენ ისეთი სახიფათოები და იმედია, რომ ეს მცირე ჩავარდნას არ უკავშირდება. მართალია, ჩემპიონატში მაინც ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი თამაშების დრო დადგა.

ხვიჩა ტრადიციულად ძირითადში იყო და მთელი თამაში აქტიურად ჩაატარა. ბევრს დარბოდა, მოძრაობდა, ართმევასაც ცდილობდა, ფლანგებზე მიდი-მოდიოდა, მაგრამ ვერც ჩვენიანმა გაამწვავა ისე, როგორც ეს აქამდე არაერთხელ გამოსვლია. უნდა ითქვას ისიც, რომ კვარა პოზიციებსაც იცვლიდა, ხოლო როდესაც შეცვლაზე შესული სიმეონე დაიმტვრა, შეტევის წინა ხაზზე ცენტრში გადაინაცვლა.
მოკლედ, ოსიმენის არყოფნაში კვარა თითქოს ლიდერობას ცდილობდა, მწვრთნელი კი მას სხვადასხვა სიტუაციაში ცდიდა. ვნახოთ, რა მოხდება 12 აპრილს “მილანთან”.

ხვიჩა მსაჯის მიერ წამატებულ დროში გამოცვალეს.

„ნაპოლის“ გამარჯვების გოლი კი შემთხვევითობის ამბავია. მასპინძელთა მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, მეკარეს კი ხელიდან გაუვარდა და კარში აღმოჩნდა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, „ნაპოლიმ“ 3 ქულა მიამატა აქტივს და 74 ქულით კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. ჩემპიონატის დასრულებამდე კი მხოლოდ 9 ტური დარჩა.
მომდევნო საჩემპიონატო მატჩი „ნაპოლის“ შინ აქვს, 15 აპრილს „ვერონასთან“.

ლეჩე – ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 დი ლორენცო (18), 1:1 დი ფრანჩესკო (52), 1:2 გალო (64, საკ. კარში)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბითაძის პირველი სასტარტო და ორმაგი დუბლი

ეს საკმარისი არ არის, სხვა კვარაა საჭირო: როგორ შეაფასეს ხვიჩა