in

ნაპოლის პრეზიდენტი ხვიჩას აყვანაზე ორჭოფობდა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მოჰყვა, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ეჭვობდა ხვიჩა კვარაცხელიას და კორეელი მცველის კიმ მინ ჯეს ტრანსფერებში.

„დე ლაურენტისი ორჭოფობდა მათ გაფორმებაში. ღამეები ვსაუბრობდით, სანამ მათ ავიყვანდით. რადგან ადრე რუსეთში ვმუშაობდი, იქ რამდენიმე მეგობარს დავურეკე, რათა კვარაზე უფრო მეტი რამ შემეტყო. დე ლაურენტისი სკეპტიკურად უყურებდა მათ ლიგებსა და სერია ა-ს შორის სხვაობას, მაგრამ ჩვენს დროში ფეხბურთში საზღვრები უფრო შეთხელდა“, – თქვა სპალეტიმ.

22 წლის კვარაცხელია „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს შეუერთდა სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ, რომლის ფასი დღეს უკვე ლამის გაათმაგებულია.

ხვიჩას ანგარიშზე ნეაპოლურ კლუბში 30 მატჩია (ყველა ტურნირზე), 14 გოლი და 16 საგოლე პასი.

დიდწილად ქართველის ბრწყინვალე თამაშისა, „ნაპოლი“ წელს იტალიის ჩემპიონი გახდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფამ შესაძლოა ბელარუსიც გააბუნძულოს

მოგება არასასურველი არომატით: საქართველომ 2023 მონღოლეთის დამარცხებით დაიწყო