in

ნაპოლის დიადი სეზონი: ყველაფერში ლიდერია

ნეაპოლი ჩემპიონობას ელის. საფუძველიც აქვს. სპალეტის გუნდი ულაპარაკოდ ლიდერობს ლიგაში. 20 ტურის შემდეგ გუნდი მთელი 13 ქულით დაუსხლტა მდევარს, ხოლო ბოლო 16 მატჩიდან 15 მოიგო.

შევხედოთ ციფრებს – „ნაპოლი“ თითქმის ყველაფერში საუკეთესოა.

მოგება – 17 (ადგილი ლიგაში – 1)
ფრე – 2 (2)
წაგება – 1 (1)
ქულა – 53 (1)
გატანილი – 48 (1)
გაშვებული – 15 (1)
სხვაობა – +33 (1)
xG – 43.12 (1)
xGA – 17.82 (2)
xPTS – 42.70 (1)

xGA – მოსალოდნელი გოლები
xPTS – მოსალოდნელი ქულები

„ინტერს“ მხოლოდ 1 ფრე აქვს. სხვათა შორის, ის ერთადერთი გუნდია, რომელმაც „ნაპოლის“ მოუგო.

xGA მაჩვენებლით კი პირველზე „რომაა“ და მხოლოდ მოურინიოს გუნდი უსწრებს.

ისევ „ნაპოლიზე“.

ხვიჩა – საუკეთესო ასისტენტია (8 საგოლე პასი). ამდენივე აქვს „ლაციოს“ მილინკოვიჩ-სავიჩს.

მერეტი – მესამეა მშრალი მატჩების მხრივ (8). მას შჩესნი (9 – „იუვე“) და პროვედელი (11 – „ლაციო“) უსწრებენ.

„ნაპოლი“ საუკეთესოა გატანილი გოლებით (48), „ინტერს“ 40 გოლი აქვს.

ოსიმენი – საუკეთესო სნაიპერია (14 გოლი). სხვათა შორის, აფრიკელი ფეხბურთელი არასოდეს გამხდარა სერია ა-ს ბომბარდირი.

ჟოზე მოურინიომ „ნაპოლის“ ჯერ კიდევ კვირის ურთიერთშეხვედრის წინ მიულოცა ჩემპიონობა: „ვულოცავ „ნაპოლის“ ჩემპიონატში გამარჯვებას. სკუდეტო – მათია, მათ ის მოიგეს, და დამსახურებულადაც“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საზრიანი ანტონელა: მესის ცოლმა ბუცები გადამალა, რომლითაც მსოფლიო მოიგო

გიორგი შერმადინი იანვარში პირველია