in

ნაპოლის გასვლა გაუჭირდა, ხვიჩა საუკეთესო იყო

ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“ სეზონი მოგებით დაიწყეს. თუმცა ეს საკმაოდ რთულად გააკეთეს.

სერია B-ს წარმომადგენელ „მოდენასთან“ სათასო შეხვედრა (0:0) პენალტების სერიამდე მივიდა, გადამწყვეტი დარტყმა ქართველმა შეასრულა – 4:3.
„ნაპოლი“ 1/16-ფინალში გავიდა.

ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო იყო. ანალიტიკურმა პორტალებმა სწორედ ჩვენიანს დაუწერეს ყველაზე მაღალი შეფასებები: Flashscore.com – 8.4; Sofascore.com – 9.2.

ხვიჩა თამაშს ამწვავებდა, კარში ურტყამდა და პარტნიორებსაც უქმნიდა შანსებს.

პასების სიზუსტე 90% ჰქონდა, შექმნა 7 საგოლე შანსი, 5-დან 3 დრიბლინგი წარმატებით დაასრულა, 100% ჰქონდა დარტყმების სიზუსტე, ხოლო 11 ორთაბრძოლიდან 7 მოიგო“.

“ნაპოლი” მომდევნო მატჩს უკვე ჩემპიონატში გამართავს: 18 აგვისტოს, პირველი ტურის შეხვედრა “ვერონასთან” უწევს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლაშა ტალახაძე 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონია – ასეთი ემოციები არასდროს მქონია

ბუდუ ფორტუნას დაუზავდა