სერია A-ს მე-8 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ შეხვდა და 1:0 აჯობა.
ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ერთმანეთთანაც უწევდათ ბრძოლა.
მეორე ტაიმში „ნაპოლი“ გააქტიურდა და სახიფათო მომენტებიც შექმნა. 61-ე წუთზე მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა. დაახლოებით ისეთივე სტილში, როგორც ჩეხეთთან, დარტყმამდე მცირე პაუზით.
ხვიჩასთვის ეს მე-4 გოლია. პლუს 2 საგოლე პასიც აქვს.
კვარაცხელია 76-ე წუთზე შეცვალეს, გოგლიჩიძე კი ორიოდ წუთში.
კვარაცხელიას შეფასებები: Flashscore – 7.7; Sofascore – 6.7; Whoscored – 6.7.
გოგლიჩიძე: sofascore – 6.8, flashscore – 6.6 , whoscored – 6.3.
„ნაპოლი“ 19 ქულით ლიდერია და 26 ოქტომბერს „ლეჩეს“ უმასპინძლებს, ხოლო „ემპოლი“ 10 ქულით მეთერთმეტე პოზიციაზეა და 27 ოქტომბერს გასვლაზე „პარმას“ დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings