in

ნაპოლიმ ხვიჩას აკიდებული პენალტით მოიგო

იტალიის ახალგამომცხვარმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ“ პირველად ითამაშა ჩემპიონის რანგში საკუთარ მოედანზე და არც თუ მარტივ შეხვედრაში თავისი გულშემატკივრები აღარ გააწბილა – 1:0 მოუგო „ფიორენტინას“.

ამ გამარჯვებაში დიდია ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი. ერთადერთი გოლი ოსიმენმა პენალტიდან გაიტანა, რომელიც ქართველმა მოიპოვა.

ხვიჩა ამჯერად ძირთადში არ ყოფილა, თუმცა ჩვენიანს უკვე პირველი ტაიმში (45-ე წთ) მოუწია მოედანზე შესვლა, რადგან ირვინგ ლოსანო დაშავდა.
კვარამ თამაში გაამწვავა, ჩვეულად აქტიურობდა და მასპინძელთა თამაშიც უფრო სახალისო გახდა.

48-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა პენალტი გააფუჭა, მეკარემ აუღო.

74-ე წუთზე ხვიჩა საჯარიმოში მცველებს ეფექტურად გასცდა, მაგრამ წააქციეს და „ნაპოლიმ“ კიდევ ერთი პენალტი მოიპოვა. ოსიმენმა ამჯერად ზუსტად დაარტყა.

34 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 83 ქულა მოაგროვა და მეორეადგილოსან „იუვენტუსს“ 17 ქულით ასწრებს.

მომდევნო მატჩს „ნაპოლი“ 14 მაისს სტუმრად „მონცასთან“ ითამაშებს.

ნაპოლი – ფიორენტინა 1:0
გოლი: ოსიმენი (74, პენ)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არის ეს შანსი? ლოჩოშვილის კარგი მატჩი და კრემონეზეს იმედისმომცემი გამარჯვება

რა დაუწერეს კვარას ერთი ტაიმისთვის