პოლონეთის ნაკრების 30 წლის მარჯვენა მცველი ბარტოშ ბერეშინსკი შეიძლება “სამპდორიადან” “ნაპოლიში” გადავიდეს.
“ნაპოლიმ” ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახლა სატრანსფერო თანხის თაობაზე კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ. არ არის გამორიცხული გენუურ გუნდში მცველი ალესანდრო ძანიოლო გადაბარგდეს, რომელსაც “ნაპოლიში” თამაში თითქმის არ უწევს.
ამ სეზონში ბერეშინსკიმ “სამპდორიაში” 15 მატჩი ჩაატარა, ხოლო პოლონეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
GIPHY App Key not set. Please check settings