in

ნაპოლიმ მოიგო, ხვიჩა არ ათამაშეს

„ნაპოლიმ“ პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშა და სამოყვარულო „ანაუნ ვალდინონე“ 6:1 დაამარცხა. ნეაპოლელებმა გასული სეზონიც ამ გუნდთან სპარინგით დაიწყეს და კარგად ჰყავთ დაცდილი. შარშან მომავალმა ჩემპიონმა 10:0 მოიგო. მაშინ ახალწვეულმა კვარაცხელიამ ორი გოლი გაიტანა. ახლა უკვე ვარსკვლავის სტატუსით მყოფი ქართველი არ შეაწუხეს და დაასვენეს, „ნაპოლი“ კი ახალმა მწვრთნელმა საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა.

პირველი ტაიმი: კონტინი, ძანოლი, ფოლორუნსო, ჟესუსი, მარიო რუი, ვერგარა, დემე, სპავონე, პოლიტანო, ძერბინი, ამბროსინო.

მეორე ტაიმი: იდასიაკი, მარკისანო, დავინო, ობარეტინი, ოლივეირა, რუსო, ლაკარინო, კოლი საკო, მარანსინო, ჩიოფი, დაგოსტინო.

დიმაროში შეკრებაზე მყოფი „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს ორშაბათს, 24 ივლისს სერია C-ს სპალ-თან გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვისთან და როდის: 4-დან 3 ქართული გუნდი ევროპას აგრძელებს

მამარდა არ გამოდის: ბაიერნი უფრო იაფიან ვარიანტებს ეძებს