in

ნაპოლიმ მოიგო და ლიდერია, ხვიჩას უკეთაც შეუძლია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „კომოს“ უმასპინძლა და კიდევ ერთხელ მოიგო – 3:1.

კვარაცხელიამ 79 წუთი ითამაშა. პირველ ტაიმში მას მცველებმა გასაქანი არ მისცეს და მხოლოდ ერთხელ სცადა გოლის გატანა, როდესაც კუთხურიდან ბურთი კარში ჩაახვია, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა.
ხვიჩა შესვენების შემდეგ გააქტიურდა, ერთ ეპიზოდში კი პენალტის დანიშვნას ითხოვდა, საჯარიმში შესულს უკნიდან უბიძგეს, მაგრამ მსაჯმა თამაში გააგრძელა.
შესაძლოა იმის გამოც, რომ „ნაპოლის“ უკვე ჰქონდა ერთი პენალტი დარტყმული.
პროტესის გამოხატვის გამო კი არბიტრმა კონტეს ყვითელი ბარათი უჩვენა.

ხვიჩას შეფასებები ასეთი გამოვიდა: whoscored – 6.4, sofascore – 6.5, flashscore – 6.5.

ნაპოლი – კომო 3:1
გოლები: 1:0 მაკტომინეი (1), 1:1 სტრეფეცა (43), 2:1 ლუკაკუ (53, პენ), 3:1 ნერესი (86)

7 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 16 ქულა დააგროვა და სერია A-ში მინიმუმ შემდეგ ტურამდე ლიდერობა შეინარჩუნა. მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გასვლაზე „ემპოლისთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარლსრუეს 3 გოლი მოსაგებად არ ეყო, ბუდუს არ გაუტანია

მამარდას კიდევ ერთი მშრალი მატჩი, უკვე მესამე