in

ნაპოლიმ კვარას გოლით მოიგო: ხვიჩას ყველაზე მაღალი ქულები დაუწერეს

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში ცხრილის ქვედა მხარეს მყოფი „კალიარი“ მიიღო და ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში თავისი საკმაო წვლილი შეიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ. რაც არ უნდა იყოს, სწორედ მისი გოლით მოიგო გუნდმა.

ხვიჩა ძირითადში იყო და მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე გაიყვანეს.

როგორც ბოლო დროს ხდება, კვარაცხელიას მჭიდროდ მეთვალყურეობდნენ და ჩვენიანს უჭირდა უხეში მეურვეებისგან გათავისუფლება. კვარამ თამაში აქტიურად დაიწყო, კარში დარტყმაც მოახერხა, მაგრამ სტუმრები არ თაკილობდნენ და უხეშად თამაშობდნენ მის წინააღმდეგ – ურტყამდნენ ფეხებშიც, სახეშიც… ხვიჩა ჩვეულად გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ სივრცეებს უზღუდავდნენ, თუმცა რამდენჯერმე კი შეძლო დასხლტომოდა მეურვეებს, ოღონდ ამას სერიოზული საფრთხე არ მოჰყოლია.

გოლები კი მეორე ტაიმში ერთმანეთის მიყოლებით გავიდა: 3-3 წუთიან ინტერვალში 3 გოლი გაიტანეს.

69-ე წუთზე, ხვიჩამ მარცხენა ფლანგზე ბურთი შეცვლაზე შესულ მარიო რუის გააყოლა, რომლის ჩაწოდებით ვიქტორ ოსიმენმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
თუმცა სულ რაღაც სამ წუთში „კალიარიმ“ პავოლეტის გოლით წონასწორობა აღადგინა 1:1.

75-ე წუთზე თავი უკვე ხვიჩამ გამოიჩინა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ გოლში უდიდესი დამსახურება ოსიმენისაა. მან საჯარიმოში ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა, ასჯერ აკენწლა, ფეხით, თავით, თითქოს დაკარგა კიდეც, ,მაგრამ არ დანებდა და მოახერხა თავისუფალ ზონაში მდგარი კვარაცხელიასთვის მიწოდება. ხვიჩამაც მაგრად დასცხო ბურთს და ძელის გავლით ბადეში აღმოჩნდა. ეს გამარჯვების გოლი გამოდგა.

მიმდინარე სეზონში კბვარაცხელიას უკვე 5 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.

კვარაცხელიამ Flashscore.com-სგან და Whoscored.com-სგან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 8.1 და 8.0. Sofascore.com-მა საუკეთესოდ ოსიმენი (8.3) მიიჩნია, ჩვენიანს კი 7.3 დაუწერა.

„ნაპოლიმ“ 16 ტურის შემდეგ 27 ქულა დააგროვა და კონკურენტების თამაშამდე ცხრილში მე-4 ადგილზე დაწინაურდა.
მომდევნო მატჩი კი უაღესად მნიშვნელოვანია, 23 დეკემბერს სტუმრად უშუალო კონკურენტ „რომასთან“.

აღსანიშნავა, რომ შეხვედრა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 30 წუთით გვიან დაიწყო. ძლიერი ქარის გამო სტადიონის შესასვლელების გახსნა დაგვიანდა და გულშემატკივარი ტრიბუნაზე დროულად ვერ შევიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპაში ისტორია დაიწერა – პირველი გამარჯვება ჩელენჯ თასზე: შავმა ლომმა უელსში მოიგო

მამარდაშვილმა ვალენსიას ბარსელონასთან არ წააგებინა: გიორგის მაგარი მატჩი