in

ნაპოლიმ იუვეს მოუგო და ჩემპიონი ხდება: კვარამ გუნდზე ითამაშა

დამთავრებული ამბავია: „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია. აწი ამ ამბავს წყალი აღარ გაუვა, რაც ისედაც ცხადი იყო. 15-ქულა დაბრუნებული „იუვენტუსის“ დამარცხებისა და „ლაციოს“ წაფორხილების შემდეგ, „ნაპოლის“ ნანატრ სკუდეტომდე პრაქტიკულად აღარაფერი უკლია – ერთი მოგება, რომელიც შესაძლოა არც გახდეს საჭირო.

„ნაპოლიმ“ სტუმრად „იუვენტუსს“ ბოლო წამებზე გატანილი გოლით მოუგო – 1:0.

თავიდან ფრთილ ითამაში წავიდა, ბურთს უფრო ხშირად ნეაპოლელები აკონტროლებდნენ. ხვიჩა ინდივიდუალურად ნაკლებად აქტიურობდა და უფრო პასებით და გუნდზე თამაშობდა. დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა, რამდენჯერმე მეტოქეს ბურთიც აართვა. ერთ ეპიზოდში კი, 39-ე წუთზე, მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა, მცველმა კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 50-ე წუთზე ხვიჩას ინდივიდუალური მოქმედებების შედეგად ხიფათი შეიქმნა. კვარაცხელიამ ორი მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და კარში ზუსტად დაარტყა, მაგრამ შჩესნი საიმედოდ იყო.

უპირატესობას „ნაპოლი“ ფლობდა, მაგრამ 82-ე წუთზე კონტრშეტევაზე მასპინძლებმა გაიტანეს. თუმცა, გადამოწმების შემდეგ გოლი არ ჩაითვალა. ამის შემდეგ კვარაცხელია შეცვალეს (86-ე წუთზე).

90+3 წუთზე კი ელიფ ელმასის პასის შემდეგ ხვიჩას ნაცვლად შესულმა რასპრადორიმ ზუსტად დაარტყა და „ნაპოლის“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

ხვიჩას ბურთზე 73 შეხება ჰქონდა, კარისკენ 4-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), კარში დასარტყმელი 1 პასი გაუკეთა თანაგუნდელს, 3 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და მისი გადაცემების 90% ზუსტი იყო.

31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 78 ქულით პირველ ადგილზეა. სეზონის დასრულებამდე 7ტურით ადრე „ლაციოს “ 17 ქულით უსწრებს (61) და ჩემპიონობამდე ხელის გაწვდენაღა დარჩა.

„ნაპოლი“ მომდევნო ტურში 29 აპრილს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის ისტორიული შედეგი – მარგი ქმედების კოეფიციენტი 5 ათასია

როგორ შეაფასეს კვარა ბებერ ქალბატონთან