„ნაპოლი“ სერია ა-ს 33-ე ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერს, საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ შეხვდა და დამარცხდა – 0:1.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე გაიყვანეს. ჩვენიანს ორჯერ მიეცა შანსი. პირველი ტაიმის შუისკენ ხვიჩამ ორთაბრძოლაში მცველი ჩამოიცილა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ ფეხით მოიგერია, მეორედ კი მიზანს ოდნავ ააცილა. საბა გოგლიჩიძე განაცხადში მოხვდა და თადარიგში დარჩა.
კვარაცხელიას თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: Flashscore – 6.3, Sofascore – 6.4, Whoscored – 6.1.
არადა, „ნაპოლის“ მოტივაცია უნდა გაზრდოდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შესაძლოა იტალიას ჩემპიონთა ლიგაზე 6 გუნდი ჰყავდეს. თუმცა, უნიათოდ მოთამაშე ჩემპიონმა კარგი შანსით ვერ ისარგებლა, 33 ტურის შემდეგ ისევ 49 ქულა დარჩა და მე-8 ადგილზეა. 28 აპრილს ჩემპიონთა ლიგის საგზურის კიდევ ერთ მაძიებელ „რომას“ უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ “ნაპოლიმ” ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო.
GIPHY App Key not set. Please check settings