in

ნაპოლიმ ისევ წააგო, არც გუნდს და არც კვარას ბევრი არაფერი გამოუვიდათ

„ნაპოლიმ“, რომელიც ბოლო პერიოდში თითქოს გამოკეთდა, ისევ წააგო. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი შინ წელს კარგად მოთამაშე „ფიორენტინასთან“ დამარცხდა – 1:3.

ქართველი შემტევი ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა.
77-ე წუთზე ოსიმენი გაიყვანეს, კვარაცხელია კი მარჯვენა ფლანგზე გადავიდა. თამაშის ბოლოს ხვიჩამ პარტნიორი ხელსაყრელი ვითარებაში დატოვა, მაგრამ უშედეგოდ.
კვარაცხელიამ მანამდეც მშვენიერი პასი გააკეთა საჯარიმოში. თავად ხვიჩას კი ერთი-ორჯერ დაუბლოკეს დარტყმა.

ჩვენიანის შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 7.0; Sofascore.com – 6.9; Whoscored.com – 6.9.

ნაპოლი – ფიორენტინა 1:3
0:1 – ბრეკალო, 7. 1:1 – ოსიმენი, 45+5 (პენ). 1:2 – ბონავენტურა, 63. 1:3 – ნიკო გონსალესი, 90+3.

8 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 14 ქულით მე-5 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, „ვერონასთან“ უწევს.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე ათამაშეს, უნიათო აიაქსმა ისევ წააგო

სიგუა პირველად ძირითადში, კიტეს გამარჯვების გოლი – ლეგიონერები